მკვლელობა გურჯაანში

გურჯაანში მამამ შვილი მოკლა.

40 წლის მამაკაცს ცივი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. შემთხვევას წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური შელაპარაკება.

ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.