გურჯაანის სოფელ კალაურში მკვლელობა მოხდა

12:05, 12.04.2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს. მას თავის არეში ბლაგვი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი