სენაკში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს
სენაკში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

სენაკში 27 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, პირველადი დათვალიერებით, ახალგაზრდა ქალს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.