მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში – გარდაცვლილია 35 წლამდე ასაკის მამაკაცი. შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მოხდა. წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ბრალდებულმა პირმა თანასოფლელს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა. შსს-მ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.