მკვლელობით დასრულებული დაბადების დღე.
ცხვარიჭამიაში, აგარაკზე შეკრებილებს შორის დაპირისპირებას 20 წლის ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. მას ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია რვა პირი, მათ შორის მკვლელობაში ეჭვმიტანილიც. შვიდ დაკავებულს გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებას და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. გუშინ და დღეს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პოლიციამ უკვე გამოკითხა 50-ზე მეტი ადამიანი.
რა გახდა 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის მიზეზი – თეონა ხუბულავა მუშაობს თემაზე.