„მხიარული თავგადასავლების მუზეუმი“ - იდეა, რომელიც პანდემიის დროს გაჩნდა, როგორ შეიქმნა ქაღალდის თეატრი ფეხსაცმლის ყუთისგან და როგორ შეიძლება, გავხდეთ „ციფრული რესტავრატორები“ ვირტუალურ სივრცეში
იდეა, რომელიც „კოვიდ 19“-ის პანდემიამ გააჩინა და ვირტუალური დამთვალიერებლებისთვის მიცემული შესაძლებლობა – ვირტუალურ სივრცეში გადანაცვლებული გამოფენების შემდეგ დამთვალიერებლებს სახალისო შემეცნებით პროექტში ჩართვის საშუალებაც ეძლევათ. მხიარული თავგადასავლების მუზეუმი მოზარდებს და მათ მშობლებს ცნობილი ქართველი მხატვრების ნახატების ფაზლებით აწყობა შეეძლებათ.
სანამ მუზეუმები და გალერეები დახურულია, კულტურული დაწესებულებების ხელმძღვანელებმა პატარა დამთვალიერებელების დასაინტერესებლად ახალი გზების ძიება დაიწყეს. ციფრული გამოფენის სანახავად ეროვნული მუზეუმის ვებ-გვერდს და ფეისბუქ-გვერდს უნდა მიმართოთ.