ევროკავშირის მიერ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერის სამწლიანი პროექტი დასრულდა.
შედეგები პროექტის დახურვის ღონისძიებაზე შეაჯამეს. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში 100-ზე მეტი აქტივობა განხორციელდა. მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე მომზადდა რეკომენდაციები.