ომის დაწყებიდან ამ დრომდე, არ ჩაუვლია დღეს სანქციების გარეშე. ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ქვეყანა უერთდება მკაცრი ზომების ამოქმედებას კრემლის წინააღმდეგ, რამაც საბოლოოდ რუსეთის ეკონომიკა უნდა დააზარალოს. ამ დროისათვის ოკუპანტი ქვეყანა თითქმის სრულად იზოლირებულია დიდი ფინანსური ბაზრებიდან. შეუთანხმებელი საკითხი იყო „სვიფტიდან“ რუსეთის გამოთიშვა. თუმცა, საბოლოოდ ევროპულ ქვეყნებს შორის შეთანხმება შედგა.
რა სანქციები ამოქმედდა და მზადდება რუსეთის წინააღმდეგ – თამთა რუხაძე გვიერთდება ბოლო ინფორმაციით.