დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა ალბანეთში. არის მსხვერპლი.
ნანგრევების ქვეშ ათეულობით ადამიანია მოყოლილი. სტიქიამ ყველაზე მძიმე კვალი ქვეყნის დედაქალაქში და ეპიცენტრში მდებარე ქალაქ დურესში დატოვა. დანგრეულია შენობების ნაწილი, მათ შორის ცნობილი არქიტექტურული ძეგლები.
ალბანეთის ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.