დაუკანონებელ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოპოვება თბილისის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
პრობლემის გადასაჭრელად დედაქალაქში მიწების სისტემური რეგისტრაცია იწყება. პროექტი შესაბამისი აზომვითი სამუშაოების ჩატარებას 28 000-მდე ნაკვეთზე ითვალისწინებს. მათ შორის იგულისხმება თბილისის შემოგარენში მდებარე მიწებიც. შედეგად დარეგისტრირდება კერძო, მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები. იმისთვის, რომ უკანონოდ დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე მოქალაქემ საკუთრების უფლება მოიპოვოს, რამდენიმე პირობას უნდა აკმაყოფილებდეს.
რეფორმის დეტალებს გენო ოსიყმაშვილი არკვევდა.