მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მთავრობა მილიონზე მეტი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს, ამ მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. დისკუსია პრემიერის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
8-თვიანი პროექტი ზაფხულიდან დაიწყება და თავდაპირველად რამდენიმე მთიან რეგიონში განხორციელდება. მომავალი წლის დასაწყისიდან კი პროცესი გაფართოვდება და ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს.