მივლენ თუ არა პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი, ამ დრომდე არ არის ცნობილი.
საპარლამენტო ოპოზიცია მათ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან და ხორავას ქუჩის მკვლელობასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხების გასაცემად იბარებს. მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, ჩანაწერები ხელისუფლების სისტემურ დანაშაულებებზე მეტყველებს. უმრავლესობის დეპუტატები კი, ბრალდებებს წინასარჩევნო პროვოკაციებს უკავშირებენ.