საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმებების შესრულების პროცესში მეტი მხარდაჭერა ექნებათ, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს.
დოკუმენტი ევროკავშირში ახალი, მრავალწლიანი, საფინანსო ჩარჩო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, მიმდინარე მოლაპარაკებების კონტექსტში გაკეთდა. ხელმოწერის პროცესი მიუნხენში, უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა.
უკვე მეორე დღეა, გერმანიაში მიმდინარე ღონისძიებას „მოამბის“ გადამღები ჯგუფი აშუქებს – თემაზე საუბარს ანა ბროლაძე განაგრძობს.