მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ისაუბრა ჯოზეფ ბორელმა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთი ჯერ კიდევ ვერ იაზრებს ფაქტს, რომ საომარ სიტუაციაშია. დიპლომატმა განმარტა ისიც, რომ ბრძოლის ველზე მოქმედებები სწრაფად ვითარდება, ამიტომ გადაწყვეტილებებიც სწრაფად უნდა იქნას მიღებული.