საქართველოს მიშელ უელბეკი და ერლენდ ლუ ეწვევიან. ცნობილი მწერლები, ჩვენს ქვეყანაში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტის ფარგლებში ჩამოვლენ. საქართველო 2017-2019 წლების საპატიო სტუმარი ქვეყნების – საფრანგეთისა და ნორვეგიის მწერლებს უმასპინძლებს. თემაზე დღეს კულტურისა და სპორტის მინისტრმა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ისაუბრეს. პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ერთობლივი თანამშრომლობით შედგა.