ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი საქართველოშია

თანამედროვეობის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული მწერალი მიშელ უელბეკი საქართველოშია. თბილისში ის გამთენიისას ჩამოფრინდა. ფრანგმა მწერალმა უკვე გამართა პრესკონფერენცია და ჟურნალისტების შეკითხებს უპასუხა.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, უელბეკი მკითხველს და თაყვანისმცემელს, ორშაბათს რუსთაველის თეატრში შეხვდება. ასევე დაგეგმილია რამდენიმე ექსკურსიაც.

ფრანგი მწერალი თბილისს და ყაზბეგს დაათვალიერებს. მიშელ უელბეკი თბილისს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სამი საპატიო სტუმარი ქვეყნის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ეწვია.