მთავრობა დამტკიცებულია. მინისტრთა განახლებული კაბინეტი ხვალიდან მუშაობას ოფიციალურად შეუდგება. 101 ხმით 12-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებული მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება 11 მინისტრით გააგრძელებს საქმიანობას.
რიგგარეშე სესია და მსჯელობა მთავრობის დამტკიცებამდე, საკანონმდებლო ორგანოში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
კანდიდატებს უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლების შეკითხვებზე მოუწიათ პასუხის გაცემა. ბახტაძის კაბინეტს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.