დაგეგმილი რეფორმები ძალოვან უწყებებში.
მინისტრობის ოთხივე კანდიდატის გამოსვლა პარლამენტში და პასუხები დეპუტატების შეკითხვებს. ვახტანგ გომელაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თეა წულუკიანმა და ქეთევან ციხელაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან პრიორიტეტებსა და პირველ ეტაზე გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრეს.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ქვეყანაში ყველა სახის იარაღის წარმოების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა უწყებაში ხელფასების მატებაზე გააკეთა აქცენტი. იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებებში როგორც მსჯავრდებულების, ასევე პერსონალისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე. რაც შეეხება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს, მან აქცენტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის შექმნილ შესაძლებლობაზე გააკეთა, რასაც სახელმწიფო სთავაზობს.
მთავარ საკითხებსა და მიმართულებებზე უფრო დეტალურად ქეთი ქაშაკაშვილი მოგვიყვება.