მინისტრობის კანდიდატების მოსმენა  

განახლებულ მთავრობას ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება.

ოპონენტებმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის მოსმენას ბოიკოტი გამოუცხადეს. დღევანდელ საკომიტეტო მოსმენებზე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის განკუთვნილი სკამები ცარიელი იყო. მათგან გასხვავებით, მინისტრობის კანდიდატების ხედვების განხილვებში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამთ დამოუკიდებელ დეპუტატებს. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე დღეს საგარეო საქმეთა, ჯანდაცვის და განათლების მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ. გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამაში აქცენტი საგარეო პოლიტიკაზეა გაკეთებული, ამიტომ განსაკუთრებული ინტერესი დავით ზალკალიანის პროგრამის მიმართ იყო. მოსმენების დროს დაანონსდა რამდენიმე სიახლეც. დაგეგმილია ცვლილებები საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში და სახელმწიფოს დაქვემდებარებული კლინიკების მართვაში. არ არის გამორიცხული, რომ მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებაც მოხდეს და განათლების სამინისტროს კულტურის და სპორტის მიმართულებები ისევ ცალკე გამოეყოს, რასაც უმრავლესობის ცალკეული დეპუტატები აქტიურად ითხოვენ.

სალომე ქოქიაშვილი ადევნებდა მინისტრობის კანდიდატების გამოსვლებს.