მინისტრების მოსმენა

საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას მომავალი კაბინეტის მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო.

საკანონმდებლო ორგანოში დღეს სულ სამი უწყების ხელმძღვანელი მივიდა. დეპუტატების წინაშე საკუთარი პროგრამა პირველმა დავით ზალკალიანმა წარადგინა, რის შემდეგაც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებს მოუსინეს. პროცესმა ორ ეტაპად საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წერვების გარეშე ჩაირა. ოპოზიციის წარმომადგენლები მოსმენას პროტესტს უცხადებენ.

უმრავლესობის წევრებმა კი მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს, მათი ხედვები დადებითად შეაფასეს და მხარიც დაუჭირეს.

კონკრეტულად რა საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებმა და რა შეკითხვები ჰქონდათ მათთან დეპუტატებს, – თეონა მანაგაძე დაესწრო მოსმენებს.