მინისტრის გაფრთხილება ფარმაცევტულ კომპანიებს

ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტულ ბაზარზე დაფიქსირებულ გარიგებებზე საუბრობს.

უწყება მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს მკაცრ გაფრთხილებას აძლევს და სანქციების გამკაცრებით ემუქრება. საუბარია ბოლო პერიოდში გამოვლენილ შემთხვევებზე, რა დროსაც თურქეთიდან იმპორტირებულ იაფფასიან მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა. მსგავს ფაქტებს კონკურენციის სააგენტო ახლაც იკვლევს. ფასების ხელოვნურად ზრდასთან ერთად ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემად მიიჩნევს ფარმაცევტულ ბაზარზე მსხვილი ჰოლდინგების დომინანტობასაც. ცვლილებები ამ მიმართულებითაც იგეგმება.