„მინდა ვიცოცხლო“ – ამ ლოზუნგით, ორგანიზაციამ „კავშირი სიცოცხლისთვის“ პარლამენტთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა ონკოპაციენტებისთვის გამოყოფილი წლიური ლიმიტის გაზრდა მოითხოვეს. ისინი სახელმწიფო პროგრამაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ წლიურად 25 ათასი ლარი მკურნალობისთვის საკმარისი არ არის. შეკრებილებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს.