არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მერსა და საკრებულოს მიმართავენ და მოითხოვენ არ გაიცეს დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მორიგი მშენებლობის ნებართვა.
განცხადება პრესკონფერენციაზე გაკეთდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული, ისინი მხარს უჭერენ მოსახლეობის მოთხოვნას, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის არდაშვებასთან დაკავშირებით.
ანა ბროლაძე მუშაობს თემაზე.