„რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ დამფუძნებელმა აუდიტის სამსახურს მიმართა, ოპერატიულ ვადებში შეისწავლონ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების რეგულირება. დავით ჩიხელიძის განცხადებით, ხდება პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღება. მისივე განმარტებით, ეს სქემა გამოიყენება კანონმდებლობის გვერდის ავლით, პარტიების დაფინანსებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე უცხოეთიდან. ჩიხელიძის თქმით, მის მიერ მოპოვებული დოკუმენტაცია, მათ შორის ეხება პარტიებს „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“, „დროა“ და სხვა.
თემაზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.