„ანჩისხატის ხატი ტაძარში უნდა დაბრუნდეს“ – ამ მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართა. მონაწილეები ამბობენ, რომ ხატის ადგილი არა მუზეუმში, არამედ ტაძარშია. საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხატისთვის ტაძარში სპეციალური შუშის კიოტი უკვე დამონტაჟდა, რომლის საშუალებითაც, ხატის სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის სათანადო პირობები შეიქმნა. ხატი ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული.