პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიგი უგულავას გუშინდელ განცხადებას გმობს. მიხეილ სარჯველაძის თქმით, თავდასხმა სამართალდამცველებზე, საგანგაშო და საყურადღებოა, ასევე ამორალურია მათ ოჯახსა და არასრულწლოვან შვილებზე ზეწოლა.
შეგახსენებთ, გიგი უგულავამ გუშინ აქციაზე ტრიბუნიდან სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის თანამშრომელზე ისაუბრა და მიმართა მის ოჯახსა და მცირეწლოვან შვილს. მისი ეს გამოსვლა დაგმეს და გააკრიტიკეს უფლებადამცველებმა, ასევე სახალხო დამცველმა.