მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას, ერთიანი საარჩევნო სიის შექმნის შესახებ, ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა უარყოფითად ეხმაურება.
პოლიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორის იდეა პოლიტიკური გარემოს პოლარიზებას ემსახურება და ოპოზიციის საარჩევნო მიზნებს მხოლოდ დააზიანებს. ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ ყველა იდეა განხილვად ღირს.