ნანა კაკაბაძე მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას საზოგადოების შეურაცხყოფას უწოდებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ გუშინდელ პროცესზე დადასტურდა, რომ ყოფილ პრეზიდენტს ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობისა და სინანულის გრძნობა არ გააჩნია. მისივე თქმით, მოსამართლეს უნდა გამოეყენებინა უფლება, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში სხვა ბრალდებულებთან იყენებს და შეეჩერებინა მიხეილ სააკაშვილის ხანგრძლივი სიტყვით გამოსვლა, რომელიც, მისივე თქმით, საქმესთან კავშირში არ იყო.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი – შეფასებები