მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გრძელდება. ამ წუთებში ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი იკითხება. ის სხდომაზე კალიფორნიიდან ონლაინ ერთვება. მისი თქმით, მიხელ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, ვარაუდობს, რომ ის მოწამლულია და აუცილებელია მისი სამკურნალოდ გადაყვანა. პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან შეკრებილები არიან სააკაშვილის მხარდამჭერები.