თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი გრძელდება. ამ წუთებში ამერიკელი ფსიქიატრ-ექსპერტი იკითხება. სხდომას დისტანციურად დაესწრო თავად ექსპრეზიდენტი. პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები.