თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხთან დაკავშირებით, მორიგი სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ცენტრ „ემპათიის“ დასკვნაში მონაწილე ექსპერტები იკითხებიან. ადვოკატის განცხადებით, მათი სურვილია, დღესვე დაიკითხოს კლინიკა „ვივამედის“ ექთანიც. თავად ბრალდებული ექსპრეზიდენტი ვერც დღევანდელ პროცესს ესწრება.