მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომას თავად ყოფილი პრეზიდენტი დისტანციურად არ ესწრება, ადვოკატის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. პროცესზე მოწმის სახით ის უცხოელი ექსპერტები იკითხებიან, რომლებსაც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მომზადებულ ექსპერტიზაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. პარალელურად, სასამართლოსთან შეკრებილები არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.