მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პროცესი კვლავ ჩაიშალა. ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და კლინიკაში მკურნალობაა. დღეს საზღვრის უკანონოდ კვეთის ეპიზოდი უნდა გახილულიყო. ეს საქმე უკვე დასკვნით ეტაპზეა მისული და განაჩენიც უნდა გამოცხადდეს, თუმცა იმის გამო, რომ ექს-პრეზიდენტი სხდომებს ვერ ესწრება, საქმეზე განაჩენი ჯერ ვერ დადგა. დღესაც სასამართლო ადვოკატების მოთხოვნას სხდომის გადადებაზე დაეთანხმა. შემდეგი სხდომა სექტემბერში ჩაინიშნა.