მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულის ბრალის წარდგენა

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული გიორგი ნარიმანიძის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. სხდომაზე მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიიღებს გადაწყვეტილებას. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და წარდგენილი ბრალდება აბსურდულია.