მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ.
„საქართველოს სახელმწიფოსა და ექიმების ინტერესია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი, რადგან მას კიდევ ხუთი წელი აქვს მოსახდელი, ხოლო მისი მეგობრების ე.წ. ინტერესია, რომ ის რაც შეიძლება დაუძლურდეს, რომ იქნებ რამენაირად გამოიყვანონ ციხიდან“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ ემორჩილება ექიმებისგან დადგენილ რეჟიმს.
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, „მიხეილ სააკაშვილის ცუდად ყოფნა რაიმე ტიპის გართულება და პატიმრობა მისივე თანაგუნდელების ინტერესშია რადგან, სააკაშვილი მათ გარკვეულ ბრძოლის ინსტრუმენტად აქციეს“.