მიხეილ სააკაშვილის საქმე

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო, – ამის შესახებ სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. პარალელურად, კადრების გავრცელების გამო, გამოძიების დაწყებას ითხოვს მიხელ სააკაშვილის ადვოკატი, რომელიც ამ წუთებში კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილს ხვდება. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ვიდეოკადრები გუშინ საღამოს გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ვიდეოკადრები სხვადასხვა პერიოდში ექს-პრეზიდენტის მდგომარეობას ასახავს. უწყების განცხადებით, ვიდეომასალაში ჩანს „მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა“.