მიხეილ სააკაშვილის საქმეებსა და სტრასბურგში შეტანილ სარჩელზე ისაუბრა დღეს მთავარმა პროკურორმა. ირაკლი შოთაძის თქმით, ბრალდების დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები არსებობს და ბიუჯეტის თანხები ყოფილი პრეზიდენტის პირადი კომფორტისთვის იხარჯებოდა. პროკურორები გამოეხმაურნენ სარჩელს, რომელიც სააკაშვილის ადვოკატებმა წარადგინეს და აღნიშნეს, რომ სტრასბურგში ქართული მხარე მყარი არგუმენტაციით არის წარმოდგენილი.