მიხეილ სააკაშვილის მოწოდება - შეფასებები

კითხვა – ვინ შევა პარლამენტში, იცვლება კითხვით – ვინ დარჩება პარლამენტს მიღმა? ისტორიული შეთანხმების მიღწევის შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერების რაოდენობა დილიდან მატულობს. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ კრიტიკული წინააღმდეგობის მიუხედავად, პარტიების წარმომადგენლებმა დამოუკიდებლად მიიღეს ხელმოწერის გადაწყვეტილება. დასტურის დასაფიქსირებლად დღეს ისეთი პირებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც ოპოზიციური პარტიები საჯაროდ დატოვეს და ყოფილ თანამოაზრეებს გაემიჯნენ. ხელმოწერა შეთავაზებაზე გრიგოლ ვაშაძემაც დატოვა. საკუთარ გუნდს უკვე საჯაროდ მიმართა მიხელ სააკაშვილმა და მოუწოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს.

მოამბე