ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა „ვივამედში“ მისი დედა, გიული ალასანია იმყოფება. კლინიკაში შესვლამდე გიული ალასანიამ პატიმრის მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტი 17 იანვარს სასამართლო პროცესზე დასწრებას დისტანციურადაც ვერ შეძლებს. მიხეილ სააკაშვილის დედამ პოლონეთის მხარდაჭერაზეც ისაუბრა და სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.
გიული ალასანიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მოკვლევა არის დაწყებული მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით. ამ განცხადებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან.