მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. კონსილიუმის წევრების განმარტებით, მკურნალობის კურსი რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით გრძელდება.

პატიმარი სააკაშვილი რადას დეპუტატმა ლიზა იასკომაც მოინახულა. მისი ინფორმაციით, რეაბილიტაციის კურსი უმჯობესია, სხვა სივრცეში მოხდეს. ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად ცოტა ხნის წინ უკრაინელი ადვოკატი შევიდა.