ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დღეს ვერ გამოცხადდება

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დღეს ვერ გამოცხადდება, რადგან ამ დროს სააპელაციო სასამართლოში მისი საქმის განხილვაა ჩანიშნული, რომელზეც პროკურატურა პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილ განაჩენს ასაჩივრებს, – ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორის ადვოკატმა განაცხადა.

უფლებადამცველის განმარტებით, სააკაშვილი გამოძიებას არ ემალება, იგი მზად არის, ყველა კითხვას პასუხი გასცეს.  გვიან ღამით კი ექსპრეზიდენტმა საკუთარ თანამოაზრეებს ფეისბუქის საშუალებით მიმართა და სასამართლოსთან შეკრებისა და  მხარდაჭერისკენ მოუწოდა.