მიხეილ სააკაშვილი - ჰოლანდიის ვიზა არ მჭირდება
მიხეილ სააკაშვილი - ჰოლანდიის ვიზა არ მჭირდება

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის თქმით, ჰოლანდიის ვიზა მას არ სჭირდება.  ტელეკომპანია NewsOne-ის ეთერში საუბრისას მან განაცხადა, რომ მოქალაქეობას რამდენიმე ევროპული სახელმწიფო სთავაზობს.

„არ მჭირდება ჰოლანდიის ვიზა. მე ამ თვეების განმავლობაში ვცხოვრობ უკრაინაში და ნებისმიერ დროს შემიძლია ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში გამგზავრება. მე მთავაზობენ მოქალაქეობას, არა ვიზას, არამედ მოქალაქეობას რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, ამ სახელმწიფოების პოლიტიკოსები დამპირდნენ ამას. მე ჰოლანდიის მოქალაქეობის მიღება ავტომატურად შემიძლია, რადგან მეუღლე იქიდან არის. მაქვს სამუშაოს შეთავაზება ამერიკაში და ევროპაში“, – განაცხადა ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა.

ა​​მასთან, სააკაშვილმა არც დაადასტურა და არც უარყო ინფორმაცია, რომ ჰოლანდიის ვიზა მიიღო.

„მე არ მაქვს სრულყოფილი პასპორტი. უკრაინული პასპორტი, რომ მქონდეს ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო მიმიღებს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ჰოლანდიურმა გაზეთმა De Telegraaf-მა გავრცელდა ცნობა, რომ სააკაშვილმა ნიდერლანდების სამეფოში ჩასასვლელად ვიზა კიევში მდებარე, ჰოლანდიის საელჩოში მიიღო.