საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მხარდამჭერებს ბელგიის შემდეგ რომში შეხვდება.
იტალიის დედაქალაქში შეხვედრა ერთ საათში, თბილისის დროით 4 საათზე უნდა დაიწყოს.
მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ელოდება.
შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.
იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტებს შესაბამისი აკრედიტაცია მიღებული აქვთ, მათ დარბაზში არ უშვებენ.
თემის დეტალები „მოამბეში“.