მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს - რა ვითარებაა იზოლატორთან - პირდაპირი ჩართვა უკაინიდან

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, კიევში მისი მხარდამჭერები 2 ლოკაციაზე  არიან შეკრებილები. მოქალაქეთა ნაწილი კვლავ რჩება კარვების ქალაქში, სადაც დღეს დილით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, სამართლადამცველთა მობილიზება შეინიშნებოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს დაგეგმილი როტაცია იყო.

ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. რაც შეეხება იზოლატორს, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, იქ მხარდამჭერები მთელი ღამის განმვლობაში იმყოფებოდნენ და ახლაც რჩებიან.  ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმიც –  გურამ როგავა დეტალებით.