მიხეილ კობახიძე დღეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს.
ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ქაშვეთის ეკლესიიდან, აპლოდისმენტების ფონზე გამოასვენეს. ავადმყოფობის შედეგად მიხეილ კობახიძე 80 წლის ასაკში, 13 ოქტომბერს გარდაიცვალა. ის არაერთი კინო-ნოველის ავტორია, რომელსაც მაყურებელი კარგად იცნობს. განსაკუთრებული ხელწერის გამო მან მალევე მოიპოვა აღიარება კინო-სამყაროში. თავისუფლებისადმი განსაკუთრებული სწრაფვისა და საკუთარ ნამუშევრებში ამ იდეის ასახვის გამო კი მიხეილ კობახიძეს საბჭოთა ცენზურამ დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აუკრძალა.