მიხეილ ჯანელიძე - სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება არ იმოქმედებს არაღიარების პოლიტიკაზე
ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არ იმოქმედებს არაღიარების პოლიტიკაზე. სირიის არაბთა რესპუბლიკის გადაწყვეტილებას დღეს პირველი კომენტარით გამოეხმაურა მიხეილ ჯანელიძე.
საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, გადაწყვეტილება რუსეთის მანიპულირების შედეგად არის მიღებული. მისივე თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს გასაკვირი იმ რეჟიმისგან, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს არაფრად თვლის. ე.წ. აღიარებას ჯანელიძე სამწუხარო ფაქტად აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია მტკიცე და ურყევია.