მიგრანტთა დახმარების პროგრამას მესამე სექტორისგან მთლიანად სახელმწიფო იბარებს.
პროექტი საზღვარგარეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მათ შორისაა გადამზადება სხვადასხვა სპეციალობაში, მიზნობრივი გრანტების გაცემა მცირე ბიზნესის დასაწყებად ან გასაფართოებლად, ასევე სამედიცინო სერვისების და დროებითი საცხოვრებელი ფართების შეთავაზება. ახალი სახელმწიფო გრანტების მოსაპოვებლად რეგისტრაცია უკვე დაიწყო.