არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა 2024 წელსაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება ამერიკისთვის.
ვაშინგტონმა მექსიკასთან მოლაპარაკებები დაიწყო. კრიზისის დასაძლევად მხარეებს საკუთარი მოთხოვნები და წინადადებები აქვთ, თუმცა კარგი სამეზობლო პოლიტიკის აუცილებლობაზე თანხმდებიან. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სწორედ მექსიკიდან აშშ-ში არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელი წლიდან წლამდე მკვეთრად იზრდება. მიგრაციული კრიზისის დასრულების გზებზე ამერიკის პოლიტიკურ წრეებშიც ვერ თანხმდებიან. „რესპუბლიკელები“ სასაზღვრო პოლიტიკის გამკაცრებას ითხოვენ, თუმცა მათი ხედვა უპასუხოდ რჩება.