აშშ ხვალ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს ამერიკის საელჩოში. ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ცერემონიას ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან. სტუმრებს სიტყვით მიმართა აშშ-ის ელჩმა. რობინ დანიგანმა დამოუკიდებლობის დღის და თავისუფალი საზოგადოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართველი ხალხის მიერ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და თავდადებასაც გაუსვა ხაზი. ელჩმა სტრატეგიული პარტნიორობის 32-წლიანი ისტორიაც მიმოიხილა და თქვა, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს.