რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში 20 აგვისტოს გაიმართება.
უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. დაკავებულის ოჯახში ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ გააჩერეს დაკავებული ოკუპირებულ ცხინვალში თუ კი მას მხოლოდ ე.წ. საზღვრის კვეთას ედავებიან. ოჯახს ამ ეტაპზე არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ აქვს. ამ დრომდე დაკავებულის მონახულებას ვერც „წითელი ჯვარი“ ახერხებს. მოთხოვნის მიუხედავად, „წითელ ჯვარს“ მონახულებაზე თანხმობა არ მიუღია.